ესპანეთის სამეფო თასის ფინალის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა.
ატლეტიკომ და რეალ სოსიედადმა სტადიონ ლა კარტუხაზე გამარჯვებულის ვინაობა 120 წუთის განმავლობაში ვერ გამოავლინეს - ბასკური გუნდი ბარენეჩეას და ოიარსაბალის გოლებით ორჯერ იგებდა, თუმცა ატლეტიკომ ანგარიშის გათანაბრება ორივეჯერ მოახერხა - ერთხელ თავი ადემოლა ლუკმანმა გამოიჩინა, მეორედ კი, 83-ე წუთზე ანგარიში ხულიან ალვარესმა გაათანაბრა.
საბოლოოდ, ფინალის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა, სადაც სოსიედადი უკეთესი აღმოჩნდა და ტიტულს ისტორიაში მეოთხედ და 2019/20-სეზონის შემდეგ პირველად დაეუფლა.
როხიბლანკოს რიგებში პენალტი ალექსანდრ სორლოტმა და ხულიან ალვარესმა ვერ გამოიყენეს (ორივეს მეკარემ აუღო), სოსიედადიდან კი თავისი დარტყმა მხოლოდ ორკანსონმა გააფუჭა.
ატლეტიკომ თასის ფინალური მატჩი ისტორიაში მეათედ დათმო, გუნდს ტიტული ამდენივეჯერ აქვს მოგებული. გუნდი ფინალში 2012/13-წლების შემდეგ პირველად იყო, როცა გადამწყვეტ მატჩში სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალი დაამარცხა (2:1).