ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი, რომელზეც ზაფხულში აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი, ფრანგული სენტ-ეტიენის პოზიციის გამო არ შედგა.
ფრანგული გამოცემა Topmercato-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენით ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბი ინტერესდებოდა და მის სანაცვლოდ 10-დან 15 მილიონ ევრომდე გადახდას გეგმავდა, ფრანგულმა მხარემ ფასის დაკლება და კომპრომისზე წასვლა არ ისურვა.
სენტ-ეტიენმა დავითაშვილის ტრანსფერზე მკაცრი პოზიცია დაიჭირა და 20 მილიონი მოითხოვა, რადგან ფეხბურთელმა ძალიან წარმატებული 2025-26 წლების სეზონი ჩაატარა და ლიგა 2-ის წლის საუკეთესო მოთამაშემაც კი გახდა.
სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ სენტ-ეტიენის მწვრთნელმა, იან კათრომ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა:
ზურიკოს ხშირად ვესაუბრები. აქ მოსვლამდე ვიცოდი, რომ დავითაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის პირადად გავიცანი და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი ბიჭია.
ბედნიერი ვარ, რომ მასთან ვმუშაობ და ვფიქრობ, ისიც ბედნიერია, რომ ჩემთან მუშაობს. დავითაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთანაა.