ფრანგული მედია ზურიკო დავითაშვილის სენტ ეტიენში დარჩენითა და მისი თავდადებით აღფრთოვანებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 25 წლის ქართველი შემტევის კარიერულ წინსვლაზე აქტიურად იწერებოდა, კლუბის მიერ მოთხოვნილმა მაღალმა თანხამ (დაახლოებით 20 მილიონმა ევრომ) მსურველები შეაყოვნა და ზურიკო ფრანგულ კლუბში დარჩა.
როგორც But! Football Club და Onze Mondial წერენ, არშემდგარმა ტრანსფერმა ფეხბურთელის მოტივაციაზე სულაც არ იმოქმედა. მიუხედავად სეზონის დასაწყისში სათადარიგო სკამზე ყოფნისა, ლიგა 2-ის ბოლო ტურში მან უკვე ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
მთავარმა მწვრთნელმა იან კატრომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ იგი აფასებს დავითაშვილის ერთგულებას მისი პროექტისადმი. დიჟონთან მატჩის შემდეგ კი ჟურნალისტმა ანტუან შირამ ხაზგასმით აღნიშნა:
ამ მატჩში დავითაშვილის ქცევა მომეწონა. ის პირველიდან ბოლო წუთამდე შემართული იყო. თუკი პროექტისადმი ბოლომდე ერთგული დარჩება, ეს მშვენიერი ამბავია!
სენტ ეტიენმა მიმდინარე სეზონი იდეალურად დაიწყო, ოთხივე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.