• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • instagram icon
სექსიზმი ფეხბურთში: როდის გახდება სტადიონი უსაფრთხო სივრცე ქალებისთვის?
ფეხბურთიფეხბურთი

სექსიზმი ფეხბურთში: როდის გახდება სტადიონი უსაფრთხო სივრცე ქალებისთვის?

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ანჯელა 72 წლისაა, ის ლივერპულის თავგამოდებული გულშემატკივარია და ათწლეულებია სტადიონზე დადის. მიუხედავად ამისა, მის იქ ყოფნას დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. მიზეზი მხოლოდ ერთია - ის ქალია.


„მოკეტე! შენ ფეხბურთის რა გაგეგება? სამზარეულოში უნდა იყო და ქმარს ჩაის უმზადებდე“.

ანტიდისკრიმინაციულმა ორგანიზაციამ, Kick It Out-მა, მიმდინარე სეზონის დაწყებიდან თებერვლის ბოლომდე სექსიზმის 131 შემთხვევა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა BBC Sport-ს გაუმხილა, რომ ფეხბურთში გამეფებული მიზოგინიის გამო მას ეშინია შვილის სტადიონზე წაყვანა: „სანამ არ გაიზრდება, კაცების ფეხბურთზე არ მივიყვან. იქ თავს დაცულად ვერ ვიგრძნობდი“.


რას აწყდებიან ქალები მატჩებზე?


ზოე ჰიტჩენი წლების განმავლობაში ფოტოგრაფად მუშაობდა ინგლისის საფეხბურთო ლიგაში. ის იხსენებს, რომ მუშაობის დროს რეგულარულად ხდებოდა სექსისტური შეძახილების სამიზნე. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ფანებში არ იყო.


თამაშს რომ ვიღებდი, კლუბის თილისმები ხშირად უკნიდან მეპარებოდნენ და სხეულზე ხელს მიფათურებდნენ. კლუბებს მივმართე, მაგრამ რეაგირება არავის ჰქონია. დაცვას ვეუბნებოდი - ეს ძალადობაა, უფლება არ გაქვთ შემეხოთ-მეთქი, მაგრამ ამაოდ.


სხვა გულშემატკივრები კი სტადიონის საპირფარეშოებში არსებულ ქაოსზე საუბრობენ, სადაც ქალების განყოფილებაში მამაკაცების ყოფნა ნორმად არის ქცეული.


ონლაინ სივრცე და ხელოვნური ინტელექტი


სიმრან ატვალი დერბი ქაუნთის ქომაგია. ის ამბობს, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული ნებისმიერი ფოტო შეიძლება სექსუალური შეურაცხყოფის მიზეზი გახდეს. კიდევ უფრო შემაშფოთებელია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ფოტოების მანიპულაცია. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა აღნიშნა, რომ მისი ფოტოები AI-ს მეშვეობით დაამუშავეს და ისე წარმოაჩინეს, თითქოს ბიკინიში იყო გამოწყობილი. ეს ე.წ. „გაშიშვლების“ ტექნოლოგია გაერთიანებულ სამეფოში უკვე უკანონოა, თუმცა ქალებს მაინც აწუხებთ ის ფაქტი, რომ მსგავსი ყალბი ფოტოები ინტერნეტში სამუდამოდ რჩება.


საზოგადოებრივი კრიზისი თუ გამბედაობა?


მანჩესტერული დერბის წინ პოლიციამ სპეციალური კამპანია ჩაატარა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ციფრები აჩვენებს, რომ შეტყობინებების რაოდენობა იზრდება, თუმცა პოლიციის კომისარი კოლეტ როუზი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებლად მდგომარეობის გაუარესებას არ ნიშნავს. „უბრალოდ ხალხმა დაიწყო ამაზე ხმამაღლა საუბარი. საზოგადოება ხვდება, რომ ეს ქცევა მიუღებელია და აღარ დუმან“.

თავად როუზმაც გაიხსენა შემთხვევა, როდესაც გერმანიაში მატჩის შემდეგ ფანებმა მხოლოდ იმის გამო მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ ქალი იყო: „ამან შოკში ჩამაგდო. ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიციელი ასე დაუცველად ვიგრძნობდი თავს ბრბოში“.


რატომ არ წყდება ეს?


ფსიქოლოგი მისი გერვისი მიიჩნევს, რომ მამაკაცები ამ პრობლემის მოგვარების ნაწილი უნდა გახდნენ. „მამაკაცების ფეხბურთში ეს ტრადიციული ქცევა თაობიდან თაობას გადაეცემა. ზოგს დღემდე ჰგონია, რომ ქალებს ფეხბურთთან კავშირი არ უნდა ჰქონდეთ. ადამიანები სამსახურში ვერასდროს გაბედავდნენ იმის თქმას, რასაც სტადიონზე გაჰყვირიან“.

კვლევები აჩვენებს, რომ მუდმივი სექსიზმი ქალების ფსიქიკაზე კვალს ტოვებს, რაც იწვევს შფოთვას, დეპრესიას და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD).



გამოსავალი და მომავალი


გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. 2023 წელს გილინგემი გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ფანებს სექსისტური შეძახილების გამო სტადიონზე შესვლა აუკრძალა. პოლიცია და კლუბები გულშემატკივრებს მოუწოდებენ, რომ ნებისმიერი მსგავსი ფაქტი ანონიმურად შეატყობინონ.

ლივერპულელი ანჯელა იმედოვნებს, რომ მომავალში ყველაფერი შეიცვლება:


რა კარგი იქნებოდა, 20-30 წლის შემდეგ ქალებს რომ გაუკვირდეთ და თქვან: ვერ ვიჯერებთ, რომ ადრე ფეხბურთზე ქალებს ასე ექცეოდნენო. ეს საუკეთესო რამ იქნებოდა.


სტატია მომზადებულია BBC Sport-ის მასალებზე დაყრდნობით.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ქალთა ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ირანელი ფეხბურთელი ქალები სამშობლოში დაბრუნებას უფრთხიან

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირანელი ფეხბურთელი ქალები სამშობლოში დაბრუნებას უფრთხიან
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირანელმა ქალმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში თავშესაფარი მოითხოვეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ირანელმა ქალმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში თავშესაფარი მოითხოვეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქალთა გუნდებში ქალი მწვრთნელები სავალდებულო ხდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქალთა გუნდებში ქალი მწვრთნელები სავალდებულო ხდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

09 მარ, 2026

ირანელი ფეხბურთელი ქალები სამშობლოში დაბრუნებას უფრთხიან

News image

09 მარ, 2026

ირანელმა ქალმა ფეხბურთელებმა ავსტრალიაში თავშესაფარი მოითხოვეს

News image

15 მარ, 2026

ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში: ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

News image

21 მარ, 2026

ქალთა გუნდებში ქალი მწვრთნელები სავალდებულო ხდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება