იტალიური ფროზინონეს ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო ვივარინიმ გიორგი კვერნაძის შესახებ ისაუბრა და მისი დედაქალაქურ რომაში შესაძლო ტრანსფერის პერსპექტივებიც განიხილა.
სპეციალისტის მოსაზრებით, ქართველი ფეხბურთელის სათამაშო სტილი და ფიზიკური მონაცემები იდეალურად ესადაგება ჯალოროსის ამჟამინდელი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის საფეხბურთო ფილოსოფიას.
ვივარინიმ გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც გუნდს სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი გარემარბი სჭირდებოდა. მისი თქმით, კლუბის ხელმძღვანელობა ქართველს ჯერ კიდევ წინა სეზონიდან აკვირდებოდა და ყველაფერი გააკეთა მის გამოსასყიდად.
სერია A-ში მისი ასეთი თამაში სულაც არ მიკვირს. მან თავიდანვე გამაოცა თავისი მიზანდასახულობითა და სისწრაფით. სხვებზე უკეთესი სასტარტო სისწრაფე ჰქონდა და გამბედაობისა და ხასიათის კუთხით ნამდვილად გაიზარდა
რაც შეეხება გასპერინისთან შესაძლო თანამშრომლობას, ვივარინი თვლის, რომ ალვინისთან მუშაობის გამოცდილება (სწრაფ კონტრშეტევებზე და ვერტიკალურ თამაშზე) მას ძალიან დაეხმარება.
გასპერინისთან მან შეიძლება სრული აღიარება მოიპოვოს. უბურთოდ თამაშის ფაზაში ის ალვინის მსგავსად მუშაობს, ანუ თამაშობენ პერსონალურად - კაცი კაცზე. რომა შესაძლოა ცოტა უფრო მეტს კომბინირებს, ვიდრე ფროზინონე, მაგრამ კვერნაძეს ჯერ კიდევ აქვს განვითარების უდიდესი პოტენციალი ვიწრო სივრცეებსა და მოკლე პასებში. ვფიქრობ, სერია A-ს დიდ გუნდებშიც შეუძლია კარგად თამაში
გიორგი კვერნაძეს ანგარიშზე 11 მატჩი 5 გატანილი გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.