სერხიო ბუსკეტსი კარიერის დასრულებას ამ წელს აპირებს.
COPE-ს ინფორმაციით, ინტერ მაიამის ნახევარმცველი ფეხბურთიდან წასვლას MLS-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს. ეს ნოემბერში ან დეკემბერში მოხდება, გააჩნია რა პოზიციას დაიკავებს კლუბი პლეი-ოფში.
ჯერჯერობით 37 წლის ფეხბურთელს ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ბუსკეტსი გამოსამშვიდობებელი ვიდეოს გამოქვეყნებას აპირებს, როგორც ეს 2023 წელს, ბარსელონადან წასვლისას გააკეთა.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რით აპირებს დაკავებას ბუსკეტსი კარიერის დასრულების შემდეგ, თუმცა გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთელი ბარსელონაში რაიმე თანამდებობაზე დაბრუნებას არ გამორიცხავს.