ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში მიმდინარე M15-ის კატეგორიის ტურნირზე, საბა ფურცელაძე 1/2 ფინალში გავიდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც პირველ ნომრადაა განთესილი, 1/4 ფინალში ეგვიპტელ ფარია ზაკარიას 6:4; 7:5 მოუგო. იქამდეც ორივე წრეში ორ-ორ სეტში გაიმარჯვა.
საბა, ფინალში გასასვლელად, სერბი მარკო მილადინოვიჩის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც გასულ კვირას ამავე ქალაქში გამართული ამავე კატეგორიის ტურნირის ჩემპიონი გახდა - 1/2 ფინალში ზურაბ ტყემალაძეს 3 სეტში მოუგო.
24 წლის ფურცელაძე ამჟამად მსოფლიოს 286-ე ჩოგანია, მასზე 1 წლით უფროსი მილადინოვიჩი კი - 1050-ე.
ცნობისთვის, ფურცელაძემ ახალი სეზონიდან თანამშრომლობა რუმინელ ყოფილ ჩოგბურთელ მარიუს ჩოპილთან დაიწყო - მწვრთნელია და ამბობს, რომ საბას აქვს პოტენციალი, 2026 წელი მის კარიერაში გარდამტეხი იყოს.