VIDEO: თითქმის 4 წუთში ქულა ვერ ჩააგდეს - ტორონტომ კლიპერსთან მოგება ხელიდან გაუშვა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა ლოს ანჯელეს კლიპერსთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ოვერტაიმში დამარცხდა - 117:121.
კანადელები 109:101 დაწინაურდნენ მაშინ, როცა მატჩის დასრულებამდე 3:35 წუთი რჩებოდა, თუმცა დარჩენილ დროში ქულა ვეღარ აიღეს და მეტოქეს 8-ქულიანი მშრალი გაქცევისა და ოვერტაიმში გადასვლის საშუალება მისცეს.
მამუმ პარკეტზე 22:10 წუთი გაატარა - 13 ქულა, 2 მოხსნა, 1 ასისტი. მისმა ეფექტიანობის ინდექსმა 13 შეადგინა, რაც ორივე გუნდში მე-3 მაჩვენებელია (კლიპერსელების - ჯორდან მილერისა და ივიცა ზუბაჩის შემდეგ).
კლიპერსმა ზედიზედ მე-5 შეხვედრა მოიგო, ტორონტომ კი რეგულარულში მე-18-ედ წააგო - კვლავ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზეა.
19 იანვრის 06:30 საათზე, რეპტორსი კიდევ ერთ ლოს ანჯელესურ კლუბ ლეიკერსს (24 მოგება, 15 წაგება) სტუმრად შეხვდება.