საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება.
რამაზ სვანაძის გუნდი უკვე ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში იმყოფება, შეკრება დაიწყო და პირველი სავარჯიშო პროცესიც ჩაატარა.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრებს ინგლისური უოტფორდის შემტევი, ნიკოლოზ ჩიქოვანი გამოაკლდა - ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად შეკრებაზე გაგრას წევრი, საბა ზოიძე გამოიძახეს.
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კარარეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე (დინამო ბათუმი), დანიელ ქვარცხავა (დინამო თბილისი), საბა ზოიძე (გაგრა).
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი აუსტრია, ავსტრია), დიმიტრი ღურწკაია (ტყიბულის მეშახტე).
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 5 ივნისს, ქალაქ ბლაგოევგრადში - აშშ-ს, ხოლო 9 ივნისს, ქალაქ ნისპორენში მოლდოვას შეხვდება.
ფოტო: NAKREBI.GE