სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა 1/4 ფინალში დაასრულა.
ჯგუფური ეტაპის დაძლევისა და 1/8 ფინალში პოლონეთის დამარცხების შემდეგ, ჩვენმა გუნდმა უკრაინის ნაკრებთან 0:4 წააგო და ტურნირის 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრას დასჯერდა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ინგლისს (1:0) მოუგო, ესპანეთთან (0:0) ფრედ ითამაშა, ხოლო რუმინეთთან (0:3) დამარცხდა.