საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, მონტენეგროს ნაკრებს ხვალ, 3 ივნისს შეხვდება.
ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად, მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
აღნიშნულ მატჩამდე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ხიზანიშვილმა და ცენტრალურმა მცველმა, გიორგი ლომიძემ შეფასებები გააკეთეს - იხილეთ ვიდეო.
საქართველოს და მონტენეგროს 19-წლამდელთა ნაკრებთა მატჩი 3 ივნისის 19:00 საათიდან, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია, პირდაპირი რეპორტაჟი კი სფფ-ის ოფიციალურ იუთუბ არხზეა.