ბარსელონა ქარიმ ადეიემის ტრანსფერზე დორტმუნდის ბორუსიასთან შეთანხმდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ტრანსფერის ღირებულება 22 მილიონი ევრო იქნება, რასაც ტიტულების მოგებასა და ჩატარებულ მატჩებზე დამოკიდებული 7 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.
ადეიემის მხოლოდ ბარსელონაში გადასვლა სურდა და კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ბლაუგრანასა და ადეიემის შორის პირადი კონტრაქტის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, ახლა კი შეთანხმებას კლუბებმაც მიაღწიეს.
გერმანელ შემტევს დორტმუნდთან კონტრაქტი 2027 წელს ეწურებოდა, შემდეგ წელს კი თავისუფალი აგენტი ხდებოდა, რამაც ბორუსიას მისი გასხვისება უბიძგა.
ადეიემის ბარსელონას მთავარ მწვრთნელთან, ჰანსი ფლიკთან, აქამდეც უმუშავია, როცა სპეციალისტი გერმანიის ნაკრებს წვრთნიდა.