ჩავი სიმონსი ტოტენჰემის ფეხბურთელია.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სპურსსა და ლაიფციგს შორის შეთანხმება შედგა - ნიდერლანდელი შემტევი ლონდონურ გუნდს 60 მილიონ ევროდ შეუერთდება.
კლუბებს შორის შეთანხმება გასულ ღამეს იქნა მიღწეული.
ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი - სიმონსი ტოტენჰემს 2030 წლამდე შეუერთდება, კონტრაქტი ითვალისწინებს ავტომატურად კიდევ ორი წლით გახანგრძლივებას.
ნიდერლანდელის ტრანსფერზე რამდენიმე კვირა ჩელსი მუშაობდა, თუმცა საბოლოოდ ის ტოტენჰემში აღმოჩნდა.