ანდრე ონანა კარიერას კვლავ ტრაბზონსპორში გააგრძელებს.
მხარეებს შორის ახალი საიჯარო ტრანსფერი სიტყვიერად უკვე შეთანხმებულია, ონანა მანჩესტერ იუნაიტედის გეგმებში მომავალი სეზონისთვის აღარ შედის, ხოლო თურქული კლუბი მზადაა მეკარე კვლავ დაიმატოს.
ტრაბზონსპორი მანჩესტერს იჯარის საფასურს გადაუხდის. ამ ეტაპზე მხარეები ბოლო დეტალებს ათანხმებენ, რის შემდეგაც გარიგება ოფიციალურად დასრულდება.
ინფორმაციას ცნობილი თურქი სპორტული ჟურნალისტი, იაღიზ საბუნჩუოღლუ ავრცელებს.
კამერუნელი მეკარე მანჩესტერ იუნაიტედში 2023 წელს ინტერიდან გადავიდა, გასული სეზონი კი იჯარის წესით სწორედ ტრაბზონში გაატარა.