რობერტო ფირმინო კარიერას კატარის ჩემპიონატში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელი კატარულ ალ სადს შეუერთდა.
მხარეებს შორის სრული შეთანხმება შედგა - ფირმინომ საუდის არაბეთის ალ აჰლი აზიური ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ დატოვა და ალ სადს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ამ ეტაპზე გაფორმებული კონტრაქტის დეტალები უცნობია.