ბაიერნის ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბმა პრემიერ ლიგის ჩემპიონი ლივერპულიდან კოლუმბიელი ლუის დიასი დაიმატა.
შემტევმა მიუნხენურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და გერმანიის ჩემპიონ გუნდში 14-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
ბაიერნი ლივერპულს დიასის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროზე (პლუს 5 მილიონი ბონუსები) შეუთანხმდა, რითიც კოლუმბიელი რეკორდმაისტერის ისტორიაში მე-3 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა (ჰარი კეინი, ლუკა ერნანდესი).
"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ბაიერნის წევრობა. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია.
მინდა ახალ გუნდს ჩემი საფეხბურთო სტილითა და ხასიათით დავეხმარო, ჩემი მიზანი ყველა შესაძლო ტიტულის მოგებაა. ამ მიზნისთვის ყოველდღე გუნდურად ვიმუშავებთ." - განაცხადა დიასმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.