ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა ლივერპულიდან ლუის დიასის ტრანსფერი.
ოფიციალურად: ლუის დიასი ბაიერნის ფეხბურთელია
მიუნხენურმა გუნდმა კოლუმბიელ მოთამაშეში 70 მილიონი ევრო (პლუს 5 მილიონი ბონუსები) გადაიხადა, რითიც ის კლუბის ისტორიაში მე-3 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა.
1. ჰარი კეინი - ტოტენჰემიდან - 95 მლნ. ევრო
2. ლუკა ერნანდესი - ატლეტიკოდან - 80 მლნ. ევრო
3. ლუის დიასი - ლივერპულიდან - 70 მლნ. ევრო
4. მატაის დე ლიხტი - იუვენტუსიდან - 67 მლნ. ევრო
5. მაიკლ ოლისე - კრისტალ პალასიდან - 53 მლნ. ევრო
6. ჟოაო პალინია - ფულემიდან - 51 მლნ. ევრო
7. მინ-ჯე კიმი - ნაპოლიდან - 50 მლნ. ევრო
8. ლეროი სანე - მანჩესტერ სიტიდან - 49 მლნ. ევრო
9. დაიო უპამეკანო - ლაიფციგიდან - 42.5 მლნ. ევრო
10. კორენტინ ტოლისო - ლიონიდან - 41.5 მლნ. ევრო