ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სპორტინგმა ალმერიასთან ლუის ხავიერ სუარესის ტრანსფერი შეათანხმა.
ესპანური კლუბი თავდამსხმელის ნაცვლად 25 მილიონ ევროს და მომდევნო გაყიდვიდან 10%-ს მიიღებს.
27 წლის კოლუმბიელს სპორტინგი ვიქტორ გიოკერესის შემცვლელად იმატებს, რომელიც კარიერას არსენალში გააგრძელებს.
ლუის სუარესმა ლა ლიგა 2-ის გასულ სეზონში ალმერიას შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა და 27 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ლისაბონური კლუბი ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბიდან გიორგი ქოჩორაშვილის შემდეგ კიდევ ერთ მოთამაშეს იმატებს.