ბაიერნის ლეგენდა თომას მიულერი MLS-ში ითამაშებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა - გერმანელი ვეტერანი კარიერას ვანკუვერ ვაითქეფსში გააგრძელებს.
ფეხბურთელმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
დღეს მიულერმა კანადურ კლუბს ოფიციალური თანხმობა განუცხადა.
გერმანელმა, რომელმაც მთელი პროფესიონალური კარიერა ბაიერნში გაატარა, მშობლიური კლუბი 2024/25 სეზონის ბოლოს დატოვა.