The Ahtletic-ის ჟურნალისტის, დევიდ ორნშტეინის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტიში აქტიური სატრანსფერო პერიოდის შემდეგ, როდესაც მარკ გეჰიმ ანტუან სემენიოს შემდეგ ეტიჰადზე გადაინაცვლა, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც შესაძლოა კლუბი დატოვოს, ოსკარ ბობია.
ნორვეგიის ნაკრების 22 წლის შემტევი სავარაუდოდ მანამდე გაიყიდება, სანამ სატრანსფერო ფანჯარა 2 თებერვალს დაიხურება.
მის მიმართ ინტერესი არსებობს პრემიერ ლიგიდან, გერმანიიდან და პორტუგალიიდან, ხოლო სიტი მზადაა, სწორი პირობების შემთხვევაში, მას წასვლის უფლება მისცეს. გარიგების დასადებად, დიდი ალბათობით, დაახლოებით 30 მილიონი ფუნტის (40.3 მლნ დოლარი) შეთავაზება იქნება საჭირო.
ფაბრიციო რომანოს ცნობით კი, ფულემი მოლაპარაკებებს აწარმოებს მანჩესტერ სიტიდან ოსკარ ბობის მუდმივ ტრანსფერზე. დაახლოებით 35 მილიონი ფუნტის ოდენობის წინადადება უკვე მაგიდაზეა და ამჟამად კლუბები მოლაპარაკებების პროცესში არიან
ბორუსია დორტმუნდი დეკემბრიდან ინარჩუნებს მოთამაშის მიმართ ინტერესს და უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს, გააკეთებს თუ არა ოფიციალურ შეთავაზებას..
ბობი მანჩესტერ სიტიში მშობლიური ქვეყნის კლუბ ვალერენგადან 2019 წლის ზაფხულში გადავიდა, თუმცა რეგულარული სათამაშო დროის მოპოვება გაუჭირდა და ბორნმუთიდან ანტუან სემენიოს ტრანსფერის შემდეგ იერარქიაში კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოიწია.