• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
შოკი ალპინიზმის სამყაროში: მთების უსეინ ბოლტი ტრაგიკულად დაიღუპა
სხვა სპორტისხვა სპორტი

შოკი ალპინიზმის სამყაროში: მთების უსეინ ბოლტი ტრაგიკულად დაიღუპა

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ალპინიზმის სამყარო შოკშია – 30 ივლისს პაკისტანში, ბროუდ-პიკზე (8047 მ) ჩამოწოლილი ზვავის შედეგად ლეგენდარული ნირმალ პურჯა და კიდევ 10 ალპინისტი ტრაგიკულად დაიღუპნენ. 25 ივლისს მას სულ რაღაც 43 წელი შეუსრულდა.

ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ის ამ მწვერვალზე ასვლას საერთოდ არ გეგმავდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„ეს გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ დავთვალე და აღმოჩნდა: თუ ბროუდ-პიკს ავიღებ, დარჩება მხოლოდ ჩო-ოიუ და გავხდები პირველი ადამიანი ისტორიაში, ვინც 14-ვე რვაათასიანი მწვერვალი ორჯერ დაიპყრო ჟანგბადის გარეშე“.

ნირმალ პურჯა (ნიმსი) მთამსვლელობაში იგივე იყო, რაც უსეინ ბოლტი სპრინტში ან მაიკლ ფელპსი ცურვაში – უშიშარი ნეპალელი, რომელიც სიტყვა „შეუძლებელს“ არ აღიარებდა.

მან 2019 წელს სულ რაღაც 6 თვესა და 6 დღეში პლანეტის 14-ვე რვაათასიანი მწვერვალი დაიპყრო (წინა რეკორდი 7 წელსა და 11 თვეს შეადგენდა!), რის შემდეგაც Netflix-მა მასზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მანვე სრულად შეცვალა წარმოდგენა ნეპალელების როლზე მთამსვლელობაში და დაამტკიცა, რომ მათ ურთულესი ექსპედიციების ხელმძღვანელობა და მსოფლიო ვარსკვლავობა შეუძლიათ.

მისი ფენომენალური რეკორდები:

  • ევერესტი, ლჰოცზე და მაკალუ – სამივე რვაათასიანზე ზედიზედ ასვლა სულ რაღაც 2 დღეში და 30 წუთში შეძლო.

  • 2022 წლის მაისში ევერესტი+ლჰოცზეს წყვილი 25 საათსა და 1 წუთში, ჟანგბადის აპარატის გარეშე დალაშქრა.

  • 2 წელსა და 150 დღეში 14-ვე რვაათასიანი მწვერვალი ჟანგბადის გარეშე მეორედ დაიპყრო.

  • 2021 წლის იანვარში 10-კაციან ნეპალელთა გუნდთან ერთად ისტორიაში პირველი ზამთრის ასვლა განახორციელა მსოფლიოს ყველაზე საშიშ მწვერვალზე – K2-ზე.

ლეგენდარული ნეპალელი თავის საყვარელ სტიქიაში – მთებში დაიღუპა.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

3 სთ წინ

შოკი ალპინიზმის სამყაროში: მთების უსეინ ბოლტი ტრაგიკულად დაიღუპა

News image

2 სთ წინ

ტოტო ვოლფის კომენტარმა ვერსტაპენის მომავალზე სპეკულაციები გააძლიერა

News image

1 სთ წინ

რა სიტუაციაა ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით?

News image

14 წთ წინ

5 წელი გაზიარებული ოლიმპიური ოქროს დაუჯერებელი ისტორიიდან

კომენტარები

ლინკის დაკოპირება

შოკი ალპინიზმის სამყაროში: მთების უსეინ ბოლტი ტრაგიკულად დაიღუპა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

შოკი ალპინიზმის სამყაროში: მთების უსეინ ბოლტი ტრაგიკულად დაიღუპა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ტოტო ვოლფის კომენტარმა ვერსტაპენის მომავალზე სპეკულაციები გააძლიერა

•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

ტოტო ვოლფის კომენტარმა ვერსტაპენის მომავალზე სპეკულაციები გააძლიერა
•სხვა სპორტი

სხვა სპორტი

რა სიტუაციაა ქოჩორაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი