გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის სპორტინგის დატოვებასთან ახლოსაა.
დიდი ალბათობით, ქართველი ნახევარმცველი ესპანეთში დაბრუნდება, სადაც მის დამატებასთან ყველაზე ახლოს ხეტაფე არის.
მადრიდული კლუბი მოთამაშის ერთწლიანი იჯარის წესით დამატებაზე მუშაობს, სპორტინგს კი ქოჩორაშვილის გასხვისება თანხის სანაცვლოდ სურს, რომელიც 5-6 მილიონი ევროს ფარგლებშია.
იჯარის შემთხვევაში ლისაბონურ კლუბს უნდა, რომ ხეტაფეს ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ჰქონდეს.
გავრცელებული ცნობებით, ქოჩორაშვილის დამატებით ლა ლიგის სხვა კლუბები, სევილია და დეპორტივოც ინტერესდებიან, სპორტინგი კი საბოლოო შეთანხმებას იმ კლუბთან მიაღწევს, რომელიც უკეთეს პირობას შესთავაზებს.
შეგახსენებთ, რომ ხეტაფემ შეთანხმებას უკვე მიაღწია კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელ საბა საზონოვთან, რომელიც ტორინოს შემდეგ კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს.