დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლის 8 ივლისიდან მოყოლებული წვრთნიდა და სანაკრებო ფეხბურთში მომუშავე მე-2 ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი თანამედროვე სპეციალისტი იყო (ცხადია, იგულისხმება ერთი კონკრეტული სამსახური და პოსტზე ზედიზედ გატარებული პერიოდი).
გთავაზობთ, ეროვნულ გუნდთა შორის, ყველაზე ხანგრძლივად მოქმედ თანამედროვე მწვრთნელებს, რომელთა საუკეთესო ათეულში, ვილი სანიოლთან ერთად, კაბო ვერდეს მწვრთნელი - ბუბიშტა, მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი - ლიონელ სკალონი, ერთა ლიგაზე ჩვენი მომავალი მეტოქის მწვრთნელი და კიდევ რამდენიმე ცნობადი სახე არიან.
10. ჩიკინიო კონდე (მოზამბიკი) - 2021 წლის 27 ოქტომბრიდან;
9. მურატ იაკინი (შვეიცარია) - 2021 წლის 9 აგვისტოდან;
8. ხუან მიჩა (ეკვატორული გვინეა) - 2021 წლის 23 მარტიდან;
7. ვილი სანიოლი (საქართველო) - 2021 წლის 15 თებერვლიდან;
6. სტალე სოლბაკენი (ნორვეგია) - 2020 წლის 7 დეკემბრიდან;
5. ბუბიშტა (კაბო ვერდე) - 2020 წლის 28 იანვრიდან;
4. ლიონელ სკალონი (არგენტინა) - 2018 წლის 3 აგვისტოდან;
3. ჰაჯიმე მორიასუ (იაპონია) - 2018 წლის 26 ივლისიდან;
2. მარკო როსი (უნგრეთი) - 2018 წლის 19 ივნისიდან;
1. კოლდო ალვარესი (ანდორა) - 2010 წლის 2 თებერვლიდან.
ალვარესს ყველა დროის რეკორდის მოხსნამდე პოსტზე კიდევ თითქმის 3 წელი დარჩენა სჭირდება - ახლა მისი შედეგი 16 წელი და 176 დღეა, რითაც, სანაკრებო ფეხბურთში ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედ მწვრთნელებს შორის, მე-5 ადგილზეა.
რეკორდი ეკუთვნის გილერმო სტაბილეს, რომელიც არგენტინის ნაკრებს 1939-58 წლებში, ზედიზედ 18 წლისა და 306 დღის განმავლობაში ედგა სათავეში, მეორე ადგილზე ლეგენდარული იტალიელი ვიტორიო პოცოა (18 წელი და 248 დღე), ხოლო მესამეზე - მავრიტუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მოჰამად ანვარ ელაჰეე (18 წელი და 0 დღე).