მანჩესტერ სიტიმ ლიონის ფრანგი შემტევის, რაიან შერკის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შერკის შეძენით სიტის ათიანის პოზიციის გაძლიერება სურს. კლუბი ასევე განიხილავს ნოტინგემ ფორესტის შემტევს, მორგან გიბს-უაითსაც.
ფრანგ ფეხბურთელს უკვე შეატყობინეს, რომ მისით მან სიტი ინტერესდება. შერკის შეძენა 24-30 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.
სეზონის ბოლოს ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ახალი გამოწვევებისთვის არის მზად და ლიონის დატოვება სურს.