საუთჰემპტონი პრემიერ ლიგის საგზურისთვის ბრძოლას (ჩემპიონშიფის პლეი-ოფს) ჯაშუშობის გამო ჩამოაშორეს.
კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი მეტოქის, მიდლსბროს ვარჯიშის ფარულ გადაღებაში ამხილეს, რის დამამტკიცებელ სურათსაც ქვემოთ ნახავთ.
პლეი-ოფის ნახევარფინალში საუთჰემპტონმა მიდლსბრო ორი მატჩის ჯამში 2:1 (0:0, 2:1) დაამარცხა და ფინალში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა, თუმცა მიდლსბრომ მომხდარის გამო საჩივარი შეიტანა, რაც დაკმაყოფილდა და „წმინდანები" პლეი-ოფს ოფიციალურად ჩამოაშორეს, დამარცხებული მიდლსბრო კი ფინალში გაიყვანეს.
მომხდარის გამო, ინგლისის საფეხბურთო ლიგამ (EFL) საუთჰემპტონი ტურნირიდან მოკვეთა და მომავალი სეზონისთვის 4-ქულიანი ჯარიმაც დააკისრა. კლუბმა წესების დარღვევა აღიარა, თუმცა გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა.
თუ აპელაციის გამო მატჩი არ გადაიდო, პრემიერ ლიგის ბოლო საგზურისთვის 23 მაისს უემბლიზე ერთმანეთს მიდლსბრო და ჰალი დაუპირისპირდებიან.
