გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გასულ ტურში, ჰაიდენჰაიმმა საკუთარ მოედანზე ჰანოვერი მიიღო.
დაძაბული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.
ამ შედეგში გადამწყვეტი როლი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ითამაშა. მან თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა, როდესაც უმნიშვნელოვანესი გოლი ზუსტად მაშინ გაიტანა, როცა ჰაიდენჰაიმი 1:2-ს აგებდა. ქართველი ფეხბურთელის ეს შესანიშნავი გამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენილა, ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა გამოცემამ, Sofascore-მა ბუდუ მეორე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
რაც შეეხება პირად სტატისტიკას, 32 წლის ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
