ტოტენჰემის ლეგენდა სონ ჰეუნ მინი ოფიციალურად გახდა ამერიკული ლოს ანჯელესის ფეხბურთელი.
კლუბმა სპურსს მის სანაცვლოდ 26 მილიონი დოლარი (18.7 მილიონი ფუნტი) გადაუხადა, რაც MLS-ის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
ლოს ანჯელესში სონს ყოფილი თანაგუნდელი უგო ლორისი დახვდება, რომელთან ერთადაც ის მრავალი წლის განმავლობაში ტოტენჰემში თამაშობდა.
გუნდი ჩემპიონატში ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება, თუმცა 3 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და სხვაობის 1 ქულამდე შემცირება შეუძლია.
33 წლის სამხრეთ კორეელმა შემტევმა ტოტენჰემში 10 წელი გაატარა და გუნდის მაისურით 454 მატჩში 173 გოლი და 101 საგოლე გადაცემა მიითვალა.