პოლ სქოულზმა მანჩესტერ იუნაიტედის სატრანსფერო კამპანია გააკრიტიკა.
„რა ნახევარდაცვის წყვილიც არ უნდა გავიდეს მოედანზე - იქნება ეს კაზემირო, ბრუნო თუ მეინუ, ვინც არ უნდა მოსინჯოს ამორიმმა, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ არაფერი გამოდის. ეს დიდი პრობლემაა. მთელი ზაფხული ვფიქრობდი, რომ პრიორიტეტი ცენტრალური ნახევარმცველის ტრანსფერი უნდა ყოფილიყო, რომელსაც თამაშის გაკონტროლება შეუძლია.
მეკარეზეც დიდი პრობლემა იყო. მაინც და მაინც გრიმსბისთან წაგება იყო საჭირო, რომ გაეგოთ, რომ ონანა არასაკმარისად კარგია?
თუ მანჩესტერ იუნაიტედს ჯანლუიჯი დონარუმას შეძენა არ უცდია, მაშინ, როცა ის ხელმისაწვდომი იყო - ეს უბრალოდ დანაშაულია.
სკაუდეტმა შემტევების მოყვანაზე გადაიტანეს სრული ყურადღება. ამ ხაზს გაძლიერება მართლაც სჭირდებოდა, მაგრამ სამი ფეხბურთელით? არ ვიცი, არ ვიცი.", - აღნიშნა იუნაიტედის ექს-ფეხბურთელმა.