აფრიკის თასის ფინალიდან ორი თვის შემდეგ, ტურნირის შედეგები გადაიხედა და გამარჯვებული შეიცვალა.
აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) ოფიციალურად გამოაცხადა, რომ დააკმაყოფილა მაროკოს აპელაცია და სენეგალის ნაკრებს ფინალურ მატჩში ტექნიკური მარცხი, ანგარიშით 0:3 ჩაეთვალა.
მიზეზი მატჩის მიწურულს მომხდარი ინციდენტი გახდა: 98-ე წუთზე, ბრაჰიმ დიასზე დანიშნული პენალტის შემდეგ, სენეგალის ნაკრებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვა.
თამაში მხოლოდ 13 წუთის შემდეგ განახლდა. ბრაჰიმ დიასმა პენალტი ვერ გამოიყენა, მატჩი კი სენეგალელების გამარჯვებით (1:0) დასრულდა.
თუმცა, CAF-მა მიიჩნია, რომ მოედნის თვითნებურად დატოვება რეგლამენტის უხეში დარღვევა იყო, რამაც საბოლოო შედეგის გადახედვა გამოიწვია.