სენეგალის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ალენ ჟირესმა, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის სკანდალური გადაწყვეტილება მძაფრად გააკრიტიკა.
ფრანგი სპეციალისტი აღშფოთებულია იმით, რომ მოედანზე მოპოვებული გამარჯვება (1:0) სენეგალს ჩამოართვეს და მაროკოს ტექნიკური მოგება მიაკუთვნეს.
სრული სიგიჟე აფრიკაში: სენეგალს აფრიკის თასის ტიტული ჩამოერთვა და მაროკოს გადაეცა
„ძალიან გაბრაზებული ვარ. იმ ფინალში ყველაფერი არასწორად წავიდა და საწყალი მსაჯი ამ ქაოსთან მარტო დატოვეს. ფეხბურთელები აღელვებულები იყვნენ, მაგრამ მატჩი გაგრძელდა და ბოლომდე დასრულდა.
შეგიძლიათ ისინი დააჯარიმოთ, მაგრამ როგორ შეიძლება სენეგალს ტიტული წაართვათ? გამოდის, ბრაჰიმ დიასმა პენალტი მხოლოდ იმიტომ ვერ გაიტანა, რომ მოთამაშეებმა მოედანი დატოვეს? ნუ მაცინებთ! საღ აზრს უნდა დავუბრუნდეთ.
რა იქნება ამის შედეგი? რას იტყვის ხალხი აფრიკულ ფეხბურთზე? რომ ის არასერიოზულია, რომ იქ მკაცრი წესები არ არსებობს... ეს მამწუხრებს, მითუმეტეს, რომ სიტუაცია უმჯობესდება. თქვენ კი ახლა უბრალოდ ძაბავთ ვითარებას. ამ გადაწყვეტილების შედეგები უნდა გავაცნობიეროთ“, – განაცხადა ჟირესმა.
აფრიკული დრამა არ წყდება: სენეგალი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს