• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
CAF-მა აფრიკის თასის ფინალში მომხდარის გამო სენეგალსა და მაროკოს სანქციები დაუწესა
ფეხბურთიფეხბურთი

CAF-მა აფრიკის თასის ფინალში მომხდარის გამო სენეგალსა და მაროკოს სანქციები დაუწესა

29 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) აფრიკის თასის ფინალში განვითარებული ქაოსური მოვლენების შემდეგ სენეგალსა და მაროკოს მკაცრი სანქციები დაუწესა.


სენეგალის მთავარი მწვრთნელი პაპ ტიაო „არასპორტული ქცევის“ გამო ხუთმატჩიანი დისკვალიფიციით დაისაჯა და 100,000 დოლარით დაჯარიმდა.


CAF-მა განაცხადა, რომ ტიაო იმისთვის დაისაჯა, რომ მაროკოსთან ფინალურ მატჩში, სენეგალის გოლის გაუქმების შემდეგ, ფეხბურთელებს მოედნის დატოვება უბრძანა, რამაც თამაშში 14-წუთიანი შეჩერება გამოიწვია.


სენეგალის ფეხბურთის ფედერაციას ასევე გუნდის ქცევისა და გულშემატკივრების არეულობის გამო 615,000 დოლარის ჯარიმა დაეკისრა. ფეხბურთელებს, ილიმან ნდიაიესა და ისმაილა სარს, თითოეულს მსაჯის მიმართ არასპორტული ქცევის გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.


მაროკოს მცდელობა, მატჩის შედეგი სენეგალის მოედნიდან გასვლის გამო გასაჩივრებულიყო, CAF-ის სადისციპლინო კომიტეტმა უარყო. ფინალში სენეგალმა გამარჯვება პაპე გეიეს დამატებით დროში გატანილი გოლით მოიპოვა.


დასჯას ვერ ასცდა მასპინძელი მაროკოც. CAF-მა მაროკო ბურთების მომწოდებელი ბიჭების ქცევის, VAR-ის ზონაში მოთამაშეებისა და შტაბის წევრების ქმედებების, ასევე გულშემატკივრების მიერ ლაზერების გამოყენების გამო საერთო ჯამში 315,000 დოლარით დააჯარიმა.


მაროკოს კაპიტანმა აშრაფ ჰაკიმიმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, თუმცა ერთი მატჩი ერთი წლის ვადით პირობითად შეჩერდა. ისმაილ საიბარი კი სამი მატჩით დაისაჯა. ორივე ფეხბურთელი არასპორტული ქცევის გამო დასაჯეს.


მაროკოელები სენეგალელი მეკარის, ედუარ მენდის პირსახოცის წართმევას ცდილობნდენ, სწორედ ეს გახდა დისკვალიფიკაციის მიზეზი.


მიუხედავად ფინალში არეულობისა, CAF-მა განაცხადა, რომ მთლიანობაში ტურნირი წარმატებული იყო და მმართველი ორგანოსთვის რეკორდული შემოსავლები მოიტანა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

აფრიკის თასი
მაროკო
სენეგალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მუნდიალის დღევანდელი მატჩები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის დღევანდელი მატჩები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მაროკო-საფრანგეთი - შემადგენლობები

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მაროკო-საფრანგეთი - შემადგენლობები
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სადიო მანემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სადიო მანემ სანაკრებო კარიერა დაასრულა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

2030-ის მუნდიალის სკანდალი - ქვეყნები მაროკოს ჩამოშორებას ითხოვენ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2030-ის მუნდიალის სკანდალი - ქვეყნები მაროკოს ჩამოშორებას ითხოვენ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

29 ივნ, 2026

მუნდიალის დღევანდელი მატჩები

News image

09 ივლ, 2026

მაროკო-საფრანგეთი - შემადგენლობები

News image

10 ივლ, 2026

სადიო მანემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

News image

05 აგვ, 2026

2030-ის მუნდიალის სკანდალი - ქვეყნები მაროკოს ჩამოშორებას ითხოვენ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება