• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სუარესი მესიზე, იამალსა და ბარსაზე საუბრობს
ფეხბურთიფეხბურთი

სუარესი მესიზე, იამალსა და ბარსაზე საუბრობს

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ურუგვაელმა ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ესპანეთისა და ურუგვაის მატჩის წინ მუნდო დეპორტივოსთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.


39 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ინტერ მაიამიში ლიონელ მესისთან ერთად ასპარეზობს, ისაუბრა როგორც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინებზე, ისე ლამინ იამალსა და ბარსელონას სატრანსფერო სამიზნეებზე.


ლამინ იამალის ფენომენი


სუარესმა იამალის განსაკუთრებულ ნიჭს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა შემტევი მსოფლიო ჩემპიონატზე პასუხისმგებლობას თავს შესანიშნავად ართმევს. ლუისმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ იამალის მესისთან პირდაპირი შედარებისგან:


ეს შედარებები არასასიამოვნოა. ისინი სხვადასხვა ფეხბურთელები არიან. დიახ, ორივეს აქვთ შესანიშნავი მარცხენა ფეხი და მაღალი კლასი, მაგრამ სრულიად განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან. იმედი ვიქონიოთ, რომ ლამინი მინიმუმ ლიონელ მესის დონემდე მიაღწევს.


ლიონელ მესის გამძლეობა


სუარესმა უარყო მოსაზრება, რომ თითქოს მესი ასაკში შევიდა და მისი ვარსკვლავური დრო დასრულდა:


ხალხი ფიქრობდა, რომ ის დაბერდა, მაგრამ ლეოს კვლავ აქვს იმის დაუოკებელი სურვილი, რომ დარჩეს საუკეთესო. ის ძალიან ჭკვიანია და ზუსტად იცის, როდის უნდა აჩქარდეს. მისი პროფესიონალიზმი მისაბაძია.


ბარსელონას სატრანსფერო გეგმები და ხულიან ალვარესი


როდესაც საუბარი ბარსელონას ინტერესს შეეხო ხულიან ალვარესის მიმართ, სუარესმა დაადასტურა, რომ არგენტინელი ბლაუგრანას იდეალურად მოერგებოდა:


ხულიანი ძალიან ინტელექტუალური და შრომისმოყვარე ფეხბურთელია. ის ბარსელონაში მაშინვე ადაპტირდება ყველაფერთან. სიტუაცია გართულებულია, რადგან ის ატლეტიკოს მსგავს დიდ კლუბშია.


სუარესმა საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა, როცა ლივერპულიდან წასვლა სცადა, მაგრამ სტივენ ჯერარდმა დარჩენაში დაარწმუნა. მისი თქმით, ხანდახან მწვრთნელს შეუძლია ფეხბურთელს აზრი შეაცვლევინოს. სუარესმა აღნიშნა, რომ თუ შემდეგ მოედანზე ყველაფერს დადებ, გულშემატკივარი კვლავ შეგიყვარებს.


ჰანსი ფლიკის ბარსელონა


სუარესი მოხიბლულია ჰანსი ფლიკის მუშაობით:


ბარსელონა შთამბეჭდავად გამოიყურება. ყველა ამბობდა, რომ მაღალი დაცვის ხაზი და ინტენსიური პრესინგი პრობლემებს შეუქმნიდათ, მაგრამ ისინი ამას წარმატებით ახერხებენ. ფლიკი არის მწვრთნელი, რომელიც მოთამაშეებთან ძალიან გულწრფელი და ღიაა, რაც ბარსელონას მსგავს კლუბში გადამწყვეტია.


ინტერვიუს ბოლოს სუარესმა ჰარი კეინიც შეაქო, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ცხრიანი, ხოლო დარვინ ნუნიესს ურჩია, ფსიქოლოგიურად გაძლიერდეს, რათა თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინოს.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ბარსელონა
დარვინ ნუნიესი
ჰანსი ფლიკი
ჰარი კეინი
ლამინ იამალი
მესი
ლუის სუარესი
ურუგვაი
ხულიან ალვარესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ატლეტიკო ბარსელონას წინააღმდეგ ფიფაში ჩივილს აპირებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ატლეტიკო ბარსელონას წინააღმდეგ ფიფაში ჩივილს აპირებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპი: „ხალხი ამბობს რომ მესი მოედანზე დასეირნობს, მაგრამ სხვანაირად ვახასიათებ"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კლოპი: „ხალხი ამბობს რომ მესი მოედანზე დასეირნობს, მაგრამ სხვანაირად ვახასიათებ"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ალვარესისა და მესის დიალოგები ბარსელონაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ალვარესისა და მესის დიალოგები ბარსელონაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბრაზილია მსაჯის სამუდამოდ ჩამოცილებას ითხოვს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ბრაზილია მსაჯის სამუდამოდ ჩამოცილებას ითხოვს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

24 ივნ, 2026

ატლეტიკო ბარსელონას წინააღმდეგ ფიფაში ჩივილს აპირებს

News image

25 ივნ, 2026

კლოპი: „ხალხი ამბობს რომ მესი მოედანზე დასეირნობს, მაგრამ სხვანაირად ვახასიათებ"

News image

25 ივნ, 2026

ალვარესისა და მესის დიალოგები ბარსელონაზე

News image

4 სთ წინ

ბრაზილია მსაჯის სამუდამოდ ჩამოცილებას ითხოვს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება