ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეცხრე ტურში გიორგი შერმადინის ლაგუნა ტენერიფემ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
კუნძულელებმა საკუთარ კედლებში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, ბარსელონა 12-ქულიანი სხვაობით, 94:82 დაამარცხეს.
გუნდის დიდი წარმატების მიუხედავად, ქართველი ცენტრისთვის მატჩი ინდივიდუალურად სუსტი გამოდგა. შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა პარკეტზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 2 ქულა (ორივე ზუსტი საჯარიმო) და 5 მოხსნაა (ყველა შეტევაში). გარდა ამისა, მან 4 პერსონალური ჯარიმაც მიიღო. სამაგიეროდ, ბრწყინვალედ ითამაშა კაილ გაიმ, რომელმაც 28 წუთში 26 ქულა მოაგროვა (8-დან 8 ორქულიანი).
9 ტურის შემდეგ, 7 მოგებითა და 2 მარცხით, ლაგუნა ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებს.
მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 5 დეკემბერს, სტუმრად ლეიდასთან გამართავს.