MMA-ის ესპანელი ჟურნალისტის, ალვარო კოლმენეროს ინფორმაციით, UFC გეგმავს, რომ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი ბრძოლა გახდეს.
ისლამ მახაჩევი კი სავარაუდოდ თავის ტიტულს მოგვიანებით, სხვა ღონისძიებაზე ქვესაშუალო დივიზიონის პრეტენდენტის წინააღმდეგ დაიცავს, სადაც ამჟამინდელი ფავორიტი იან გარი არის.
დანა უაითმა ახლახანს განაცხადა, რომ თეთრი სახლის ქარდის მატჩმეიკინგი დასრულებულია და ბრძოლების შეხახებ მალე გახდება ცნობილი.
პარალელურად კი იან მაჩადო გარიმ სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, სადაც ის თბილისისკენ მოემგზავრება. ირლანდიელმა ბელალ მუჰამედთან მოგების შემდეგ განაცხადა, რომ ისლამ მახაჩევთან ბრძოლისთვის მომზადებას ის საქართველოში აპირებდა.
