საქართველოს ვაჟთა 17-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიელი თანატოლების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
პირველი მატჩი 24 თებერვალს, 17:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალური საფეხბურთო ცენტრის მოედანზე შედგება, ხოლო მეორე თამაში 26 თებერვალს, 17:00 საათზე, დიდი დიღმის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე ჩატარდება.
მეკარეები: სანდრო წიკლაური (ლოკომოტივი თბილისი), მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), საბა ცარციძე (კოლხეთი ფოთი);
მცველები: ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), საბა კილაძე (იბერია 1999), დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), საბა ხუციშვილი (ინტერის აკადემია), ანდრია ლოლუა (დინამო თბილისი), ანზორ ცირამუა (დინამო თბილისი);
ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა (ტორპედო ქუთაისი), საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (ტორპედო ქუთაისი), ლუკა კნოევი (ოსნაბრუკი, გერმანია), რეზი გაზდელიანი (სიონი ბოლნისი), ბექა ბარამიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ჯამარაული (მეშახტე ტყიბული);
თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი), სანდრო კუნჭულია (იბერია 1999), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი), დემირ არი (ნიურნბერგი, გერმანია), ნიკოლოზ ხატოიანი (ტორპედო ქუთაისი).
სანდრო კობახიძის 17-წლამდელთა ნაკრები, გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და უელსს, სან მარინოსა და ანდორას შეხვდება. მატჩებს 10-16 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.