VIDEO: ერთ-ერთი საუკეთესო იყო - შერმადინის ტენერიფე საპლეიოფო ზონაშია
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი შერმადინმა ესპანეთის ლიგა ენდესაში კიდევ ერთი სოლიდური მატჩი ჩაატარა.
ქართველი კაპიტნის ლაგუნა ტენერიფემ მე-11 ადგილოსან ბრეოგანს 90:81 მოუგო, თავად კი ორივე გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
შერმომ პარკეტზე 23:07 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს 18 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. 11-დან 8 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ლიგა ენდესას ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გიორგის ეფექტიანობის ინდექსმა 20 შეადგინა, რაც ორივე გუნდში მე-2 შედეგი გახლდათ - ამაზე უფრო მაღალი შედეგი ტენერიფეს ურუგვაელ ლეგიონერ ბრუნო ფიტიბალდოს ჰქონდა (31).
20 ტურის შემდეგ, კანარიელებს 12 მოგება აქვთ და პლეი-ოფში გამსვლელ მე-7 ადგილზე არიან (8 გუნდი გადის).
შერმადინის გუნდი მომდევნო ტურში, 7 მარტს, მანრესასთან სტუმრად ითამაშებს.