ტოტენჰემმა ჩავი სიმონსის ტრანსფერი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ფეხბურთელისგან მწვანე შუქის მიღების შემდეგ, სპურსმა ლაიფციგს 60 მილიონი ევრო შესთავაზა და თანხმობა მიიღო.
უახლოეს პერიოდში ლონდონური კლუბი სიმონსთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას და შემდეგ, სამედიცინო შემოწმების დაგეგმვას გეგმავს.
თუ მომდევნო საათებში საქმეში ჩელსი არ ჩაერთვება, რომელიც სიმონსით თვეებია ინტერესდება, ფეხბურთელი კარიერას ჩრდილოეთ ლონდონში გააგრძელებს.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ჩავი სიმონსი ტოტენჰემში ითამაშებს.