ვინისიუს ჟუნიორის არსენალში შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებული ჭორები უბრალოდ „აგენტის კლასიკური თამაში“ იყო - ამის შესახებ პრემიერ ლიგის ლეგენდამ, გარეთ ბარიმ GOAL-თან ინტერვიუში განაცხადა.
აგენტის ფანდი რეალის წინააღმდეგ
როდესაც 26 წლის ბრაზილიელ ვარსკვლავს მადრიდის რეალთან კონტრაქტის დასრულებამდე 12 თვე რჩებოდა, მედიაში მის ლონდონურ კლუბში გადასვლაზე ჭორები აქტიურად გავრცელდა. თუმცა, საბოლოოდ ვინისიუსმა სანტიაგო ბერნაბეუზე დარჩენა არჩია და კლუბთან ხელშეკრულება 2032 წლამდე გაახანგრძლივა.
გარეთ ბარის თქმით, ეს იყო აგენტის გავრცელებული ტაქტიკა:
გვერდიდან ეს აგენტის კლასიკურ სვლას ჰგავდა. მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთი გრანდის ინტერესის გამოჩენა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და უკეთესი კონტრაქტის მისაღებად საუკეთესო ხერხია. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი პრემიერ ლიგაში ხილვა ფანტასტიკური იქნებოდა
ხულიან ალვარესის საკითხი
ვინისიუსის გარდა, გარეთ ბარი მადრიდის ატლეტიკოს არგენტინელი თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ირგვლივ არსებულ სიტუაციასაც შეეხო, რომელსაც ასევე არსენალსა და ბარსელონას უკავშირებენ.
ბარიმ აღნიშნა, რომ ალვარესის ატლეტიკოდან წასვლის სურვილმა გააკვირვა, თუმცა მიაჩნია, რომ დიეგო სიმეონეს პრინციპული პოზიციის გათვალისწინებით, არგენტინელი ფორვარდი მადრიდში სულ მცირე კიდევ ერთი სეზონით დარჩება.