ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალში დაბრუნების შემდეგ თავისი ცნობილი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინა.
პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პორტუგალიელ სპეციალისტს უთხრა:
რეალის შიგნით ამბობენ, რომ ახლა ბევრად უფრო მშვიდი და წყნარი ხარ.
მოურინიომ კი უპასუხა:
გამოდის, კლუბში შიდა წყარო გყავს? სასიამოვნოა ამის გაგება.
მოურინიოს ამ სიტყვებმა დარბაზში სიცილი გამოიწვია. პორტუგალიელმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მედიასთან ურთიერთობაში თავისი შეუდარებელი მიდგომა არ დაუკარგავს და ჟურნალისტების პროვოკაციებზე რეაგირება ყოველთვის შესანიშნავად გამოსდის.