• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მოურინიო ვინიზე, ჩუამენიზე, ვალვერდესა და ენდრიკზე - ჟოზეს პრესკონფერენცია
ფეხბურთიფეხბურთი

მოურინიო ვინიზე, ჩუამენიზე, ვალვერდესა და ენდრიკზე - ჟოზეს პრესკონფერენცია

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ სოსიედადთან დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა.


ჟოზე მოურინიოს თქმით, კლუბში ბევრი რამ შეიცვალა და მუშაობა პრაქტიკულად ნულიდან იწყება:

ჩვენ ყველაფერს ნულიდან ვიწყებთ, თუმცა მთლად ნულიდანაც არა. არსებობს სურვილი, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და გუნდს მხარი დავუჭიროთ.


მწვრთნელმა განაცხადა:


არ მიყვარს ზარმაცობა, მომწონს ხალხი, რომელიც რეალისთვის თავდაუზოგავად მუშაობს. ამ დრომდე ზარმაცობა არ დამინახავს, ყველანი მაქსიმუმს აკეთებენ.

მოურინიომ ღიად დაუჭირა მხარი ვინისიუსს და აღნიშნა, რომ ბრაზილიელის მიმართ მოედანზე არასამართლიანი დამოკიდებულებაა:


საზოგადოების რეაქციის კონტროლი შესაძლებელია. ვინისიუსის ურთიერთობა მეტოქე გულშემატკივრებთან შეიძლება გაუმჯობესდეს. მაგრამ წიხლები, შეურაცხყოფა და აგრესია მსაჯის ბრალია.

სამართლიანობა უნდა აღდგეს. მსაჯმა უნდა დაიცვას ფეხბურთელები და თამაში. მოწინააღმდეგეებმა იციან, რომ მათ ამის უფლება აქვთ. თუ ვინის წინააღმდეგ წესებს არღვევენ, ყვითელი ბარათი მხოლოდ მე-10 ჯარიმის შემდეგ მოდის. ასეთი მოპყრობა არ მომწონს.

მოურინიომ აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც ფედე ვალვერდეს მარჯვენა მცველად ათამაშებენ. მისთვის ის ნახევარმცველია და ურუგვაელის სწორედ ამ პოზიციაზე გამოყენებას გეგმავს.


რაც შეეხება შემტევ ტრიოსა და ზოგადად კადრებს, ჟოზემ განაცხადა:


ყველაზე რთულია, როდესაც ტოპ-დონის ფეხბურთელები არ გყავს. ეს სხვა გუნდებში დამმართნია, მაგრამ აქ არა. მე სამივე მათგანი მჭირდება (მბაპე, ბელინგემი, ვინისიუსი).

პორტუგალიელმა სავარაუდო ტრანსფერებსა და ახალგაზრდა ფეხბურთელების ჯანმრთელობაზეც გააკეთა კომენტარი. მოურინიოს თქმით, სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და წინასწარ ვერასოდეს გეცოდინება რა მოხდება. ჟოზესთვის ბაზარი დახურულია. მას ურჩევნია, ამ შემადგენლობით დარჩეს ამ სეზონში.


ორელიან ჩუამენისა და ენდრიკზე მოურინიომ განაცხადა:


ჩუამენიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან იწვალა. რისკზე წავიდა. ნახევარფინალში ტრავმით ითამაშა. გადავწყვიტეთ, რომ სჯობს ის სეზონს 100%-იანი მზადყოფნით შეხვდეს, ამიტომ რამდენიმე კვირას დაველოდებით. ენდრიკს მყესის მიდამოებში მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ ეს უფრო სიფრთხილის ზომაა. ისაა ფეხბურთელი, რომელიც ძალიან მომწონს. უამრავი შეთავაზება ჰქონდა სხვა კლუბებისგან, მაგრამ არ დავთმე.
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

ჩუამენი
ენდრიკი
ფედე ვალვერდე
ლა ლიგა
ჟოზე მოურინიო
რეალი
ვინისიუსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ყოფილი მეკარე: "ვინის არცერთი კლუბი არ დაკავშირებია, ის არავის სჭირდება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ყოფილი მეკარე: "ვინის არცერთი კლუბი არ დაკავშირებია, ის არავის სჭირდება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტყუილი რეალისგან უკეთესი კონტრაქტის მისაღებად? - ვინისიუსის ტრანსფერის ილუზია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტყუილი რეალისგან უკეთესი კონტრაქტის მისაღებად? - ვინისიუსის ტრანსფერის ილუზია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარტერული გარიგება? - ვის გაცვლას აპირებს არსენალი ალვარესისთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარტერული გარიგება? - ვის გაცვლას აპირებს არსენალი ალვარესისთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიომ ჟურნალისტი რეალში შიდა წყაროს ყოლაში დაადანაშაულა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მოურინიომ ჟურნალისტი რეალში შიდა წყაროს ყოლაში დაადანაშაულა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

5 სთ წინ

ყოფილი მეკარე: "ვინის არცერთი კლუბი არ დაკავშირებია, ის არავის სჭირდება"

News image

3 სთ წინ

ტყუილი რეალისგან უკეთესი კონტრაქტის მისაღებად? - ვინისიუსის ტრანსფერის ილუზია

News image

3 სთ წინ

ბარტერული გარიგება? - ვის გაცვლას აპირებს არსენალი ალვარესისთვის?

News image

2 სთ წინ

მოურინიომ ჟურნალისტი რეალში შიდა წყაროს ყოლაში დაადანაშაულა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება