მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ რაფინია გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ სელესაოს ვინგერმა თამაშამდე აღნიშნა, რომ ბრაზილია არგენტინას მოედანზეც დაამარცხებს და მის ფარგლებს გარეთაც. მისი საუბრის დროს გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკაც. საბოლოოდ, მატჩი არგენტინის გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
„მას შესანიშნავი სეზონი აქვს და შეიძლება მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელადაც მოიაზრებოდეს. მომწონს რაფინიას თამაში, ეს მატჩი მისთვის კარგი შანსი იყო.
მის ადგილზე, არგენტინის დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებდი და შევეცდებდი, არ დამეშვა ასეთი მარცხი, რომელიც არგენტინის ისტორიაში შევა.
რაფინიამ თამაშამდე ასეთი განცხადებები აღარ უნდა გააკეთოს, რომ მეტოქეს გაანადგურებს და ა.შ. უნდა ეთქვა, რომ რთული მატჩი გველის და არა ის, რომ ის მეტოქეს გაანადგურებს.
მან ეს თქვა, შემდეგ კი მოედანზე გავიდა და ვერაფერი გააკეთა." - აღნიშნა რივალდომ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები