ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დარვინ ნუნიესი კარიერას ალ ჰილალში გააგრძელებს.
კლუბებს შორის შეთანხმება დაიხურა - ალ ჰილალი ლივერპულს 53 მილიონ ევროს და გარკვეულ ბონუსებს გადაუხდის.
ერ-რიადის კლუბის მთავარ მწვრთნელ სიმონე ინძაგის საკუთარ გუნდში ურუგვაელი ფორვარდის ხილვა ძალიან უნდოდა.
რამდენადაც ცნობილია, ნუნიესი ალ ჰილალთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 15 მილიონი ევრო იქნება წელიწადში.
პრემიერ ლიგის გასულ სეზონში ნუნიესმა 30 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.