ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩში თურქეთმა ლატვია დაამარცხა.
დაძაბული და საინტერესო შეხვედრა თურქების გამარჯვებით 93:76 დასრულდა.
თურქეთის რიგებში საუკეთესოდ თავი ჩედი ოსმანმა და კენან სიპაჰიმ გამოიჩინეს - პირველმა 20 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი დააფიქსირა, მეორემ კი 19 ქულა, 4 მოხსნა და სამი პასი.
ლატვიელთა მხრიდან კი ყველაზე გამორჩეული რიჰარდს ლომაში იყო 16 ქულით, 2 მოხსნით და 3 პასით.
მომდევნო მატჩს თურქეთის ნაკრები 29-ში ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს, ლატვიელები კი იმავე დღეს ესტონეთს დაუპირისპირდებიან.