ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპის მორიგი დაპირისპირება გაიმართა.
ერთმანეთს პირველ მატჩში შვედეთისა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა და ფინელების გამარჯვებით 93:90 დასრულდა.
ფინეთის ნაკრებმა პირველი (26:21) და მეოთხე (21:18) დაიტოვა სათავისოდ, შვედებმა კი მეორე (27:23) და მესამეს (24:23) მოგება შეძლეს.
გამარჯვებული გუნდის რიგებში საუკეთესოდ თავი ლაური მარკანენმა გამოიჩინა 28 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით.
შვედებში საუკეთესო შედეგი კი ლუდე ჰაკანსონმა დააფიქსირა - 28 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი.