2025 წლის ევრობასკეტის მეორე მატჩში ერთმანეთს ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა, როგორც თითქმის ერთი დონის გუნდებს შეეფერებოდა, საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა.
საბოლოოდ გამარჯვება პორტუგალიელებმა ბრძოლაში, 60:52 მოიპოვეს.
პორტუგალიელთა რიგებში საუკეთესო შედეგი ნემიას კეტამ დააფიქსირა - 23 ქულა, 18 მოხსნა და 1 პასი.
ჩეხების რიგებში კი საუკეთესოდ თავი ვიტ კრეიჩიმ გამოიჩინა - 10 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი.
შემდეგ მატჩს ჩეხები 29-ში თურქეთის წინააღმდეგ გამართავენ, პორტუგალიელები კი იმავე დღეს სერბებს შეხვდებიან.