ევრობასკეტზე თავის პირველ შეხვედრაში გერმანიამ მონტენეგროს ნაკრები გაანადგურა.
გერმანიის ნაკრებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მატჩი 106-76 მოიგო.
გამარჯვებული გუნდის რიგებში საუკეთესოდ თავი ფრანც ვაგნერმა გამოიჩინა, რომელმაც 22 ქულას 8 მოხსნა და 1 პასი მიუმატა.
თუმცა, ეს მატჩის საუკეთესო შედეგიც კი არ ყოფილა - საუკეთესოდ თავი მონტენეგროელმა ნიკოლა ვუჩევიჩმა გამოიჩინა, რომელმაც გერმანიასთან პრაქტიკულად მარტომ ითამაშა.
ჩიკაგო ბულსის მოთამაშემ 23 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი დააგროვა, თუმცა ეს მისი გუნდისთვის ინტრიგის შესაქმნელადაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი.
შემდეგ მატჩში გერმანია 29 აგვისტოს შვედეთს დაუპირისპირდება, მონტენეგრო კი ლიეტუვას.