ევრობასკეტი 2025 წარმატებულად დაიწყო ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, სერბეთის ნაკრებმა.
ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში გუნდის მეტოქე ესტონეთის ნაკრები იყო, რომელიც სერბებმა 98:64 გაანადგურეს.
სერბების რიგებში პარკეტზე საუკეთესი ნიკოლა იოვიჩი იყო, რომელმაც 15 გატარებულ წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა.
გუნდის მთავარმა ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა 23 წუთი ითამაშა და თავი 11 ქულით, 10 მოხსნითა და 7 პასით გამოიჩინა.
შემდეგ შეხვედრაში სერბები 29 აგვისტოს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან, ესტონელები კი იმავე დღეს - ლატვიას.