ისტორიული UFC Freedom 250-ის ღონისძიება, რომელიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე, ლინკოლნის მემორიალთან უნდა გაიმართოს, შესაძლოა ამინდის გამო გადაიდოს.
UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი დანა უაითი, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგი იყო ღია ცის ქვეშ ღონისძიებების ჩატარების, ამჯერად რისკზე წავიდა, თუმცა წინასწარი პროგნოზები გამართლდა.
დაგეგმილი პრესკონფერენცია უამინდობის გამო ჯერ 45 წუთით გადაიდო და საღამოს 9:00 საათისთვის გადაიტანეს.
სოციალურ ქსელებში გულშემატკივრები სერიოზულად შეშფოთებულნი არიან, რომ თუ ამინდი არ გაუმჯობესდა, შესაძლოა თავად ბრძოლების გამართვაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ზოგიერთი მომხმარებელი ღონისძიების ორგანიზებას კატასტროფას უწოდებს და აკრიტიკებს იმ ფაქტს, რომ ღონისძიება კვირას, მოსალოდნელი წვიმების პერიოდშია ჩანიშნული.
მიუხედავად უამინდობისა, ეს ღონისძიება UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ექსკლუზიურია, სადაც ბილეთების ფასები 1.5 მილიონ დოლარამდეც კი ადის.