დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდმა UEFA Youth League-ის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დანიურ კოპენჰაგენს 3:0 მოუგო.
შეხვედრა თორნიკე კვარაცხელიას ბენეფისად იქცა - დუბლი შეასრულა და სანდრო მიქაუტაძეს საგოლე პასიც გაუკეთა. მისი პირველი გოლი ანრი ძნელაძის დარტყმასა და ძელიდან ასხლეტას მოჰყვა, როცა ფაქტობრივად დაუცველ კარში შეაგდო.
დინამო თბილისი (4-3-3): მათე ჭელიძე - ნიკა კობზონაძე, ანდრია ნიჟარაძე, გიორგი ლომიძე (კაპ.), ლუკა შარიქაძე - ანრი ძნელაძე (კობა კაკაშვილი; 46), ლუკა ციკოლია, ნიკა ადუაშვილი (ავთანდილ გიორგაძე; 69) - სანდრო მიქაუტაძე (გაბრიელ გოგუა; 78), თორნიკე კვარაცხელია (შოთა დიაკონიძე; 69), რატი ალექსიძე (გიორგი ქურდოვანიძე; 64). მთ. მწვრთნელი: ვასილ გეგუჩაძე.
გეგუჩაძის გაწვრთნილმა დინამოელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში დინამო მინსკი პენალტების სერიით დაამარცხეს.
კოპენჰაგენთან საპასუხო მატჩი 1 კვირაში, 4 ნოემბერს, დანიაში ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული საკვალიფიკაციოს ფინალში იტალიურ ფიორენტინასა და ბულგარულ სეპტემვრი სოფიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
ფოტო: დინამო თბილისის აკადემია
VIDEO: კვარაშოუუუუუ! - თორნიკეს სუპერ გოლი ხვიჩას სტილში