ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდულ დერბიში ატლეტიკომ რეალი დიდი ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ მეტროპოლიტანოზე გაიმართა და ატლეტიკოს გამარჯვებით 5:2 დასრულდა.
ლე ნორმანის გოლს რეალმა მბაპეს და გიულერის გოლებით უპასუხა და დაწინაურდა, თუმცა ტაიმი მაინც ვერ მოიგო - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სორლოთმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში, 2:2 დაასრულა.
მეორე ნახევარში კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი გამოვიდა - ატლეტიკომ მთავარ მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა, საიდანაც ორი ხულიან ალვარესის ანგარიშზეა, ერთი კი ანტუან გრიზმანის, რომელმაც ლა ლიგაში 22-მატჩიანი მშრალი სერია შეწყვიტა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
განსაკუთრებით ლამაზი გოლი ალვარესს მეორე გამოუვიდა, როცა მან შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით შეძლო ტიბო კურტუას კარის აღება.
რეალმა შვიდ ტურში პირველი ქულები დაკარგა და მასთან ერთად, შესაძლოა, პირველი ადგილიც დაკარგოს, თუ ხვალ ბარსელონა სოსიედადს დაამარცხებს.
ატლეტიკომ კი მეშვიდე მატჩში მხოლოდ მესამე გამარჯვება მოიპოვა, 12 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილს იკავებს.